2016-06-14 16:29:35, 700 ნახვა
საზოგადოება
თბილისის სატრანსპორტო კომპანია სოციალურ პროექტებში მონაწილეობას აგრძელებს
თბილისის სატრანსპორტო კომპანია აგრძელებს სოციალურ პროექტებში მონაწილეობას, სისხლის დონორის მსოფლიო დღეს კომპანია უანგარო დონორის აქციაში ჩაერთო.
თანამშრომლები სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურმა მიიღო. წელს სისხლის დონორის მსოფლიო დღის დევიზია „გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი.“
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები აცნობიერებენ თავიანთ სოციალურ პასუხისმგებლობას.
კომპანია მომავალშიც გეგმავს აქტიურად ჩაერთოს მსგავს სოციალურ პროექტებში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან