13:43 - 24 Jul, 2026
|
2015-02-28 02:14:47, 1754 ნახვა
მსოფლიო
ბორის ნემცოვი სეირნობისას ექვსი გასროლით მოკლეს
რუსი პოლიტიკოსი და ოპოზიციი ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი, მოსკოვის ცენტრში ვასილევსკის დაღმართზე ექვსი გასროლით მოკლეს. სააგენტო "ტასის" ცნობით, უცნობებმა ნემცოვს ცეცხლი ავტომობილიდან გაუხსნეს და მიიმალნენ. სააგენტო "მოსკოვი" იუწყება, რომ ბორის ნემცოვი მარტო არ იმყოფებოდა და მასთან იყო უცნობი გოგონაც. გამოძიების ინფორმაციით, იგი დაკითხვაზეა გადაყვანილი. სააგენტოები უკვე ავრცელებენ, სავარაუდო თვითმხილველის ნაამბობს, რომელიც ამტკიცებს, რომ ნემცოვი მშვიდად მოსეირნობდა, რა დროსაც დიდი სისწრაფით მომავალი ავტომობილი ახლოს გაჩერდა, იქედან გამოვიდა რამდენიმე პირი ოპოზიციონერს ესროლა და მკვლელები ავტომობილით ადგილიდან მიიმალნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)