2016-06-14 10:13:53, 568 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა 13 ივნისის თბილისში სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მინისტრი 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალთან მთავრობის წევრებთან ერთად მივიდა და მემორიალი ყვავილებით შეამკო.
13 ივნისის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აქედან ორი დღემდე დაკარგულია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან