08:45 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-14 10:01:57, 604 ნახვა

საზოგადოება
უწმინდესმა მსოფლიო პატრიარქსა და ეკლესიების წინამძღოლებს მიმართა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მსოფლიო პატრიარქსა და ეკლესიების წინამძღოლებს მიმართავს და წერილს უგზავნის.

ილია მეორე წერილში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის გადაწყვეტილებაზე წერს, რომლის თანახმადაც, საქართველოს ეკლესიის დელეგაცია კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ წმინდა კრებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

”მის ყოვლადუწმიდესობას, ბართლომეოს I, კონსტანტინეპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსს და მსოფლიო პატრიარქს
თქვენო ყოვლადუწმიდესობავ, ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო, გულითადად მოგესალმებით და შევთხოვთ უფალს, რათა მოგანიჭოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა და მრავალჟამიერ სიცოცხლე; ამასთან დიდი პატივისცემით გვსურს თქვენ და ყველა მართლმადიდებელ ეკლესიათა უწმინდეს და უნეტარეს წინამძღოლებს გაცნობოთ, რომ 2016 წლის 10 ივნისს გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის სხდომა, რომელმაც განიხილა წმინდა და დიდი კრების ირგვლივ დღეს არსებული ვითარება და გადაწყვიტა, რომ საქართველოს ეკლესიის დეალეგაცია კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. გაცნობებთ, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, რომ ჩვენი ეს დადგენილება პირველ რიგში მომდინარეობს იმ სურვილიდან, რომ ნაწილობრივ მაინც ავიცილოთ ეკლესიაში სხვა და სხვა საკითხთან მიმართებაში პრობლემების გაღრმავება.გამოვითხოვთ თქვენს წმინდა ლოცვებს”, -აღნიშნულია უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის წერილში, რომელიც საპატრიარქოს გვერდზეა განთავსებული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics