08:45 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-13 23:47:25, 649 ნახვა

საზოგადოება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანია GDS წინააღმდეგ სარჩელს განიხილავს

დღეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანია GDS წინააღმდეგ სარჩელს განიხილავს. ქარტიას სარჩელით "გაერთიანებული ნიუსრუმის" ხელმძღვანელმა ირაკლი მანაგაძემ მიმართა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ 2016 წლის 23 აპრილს ეთერში გასული გადაცემა “ბინა 18” შეიცავდა სიძულვილის ენას და ახალისებდა დისკრიმინაციას ლგბტ ადამიანების მიმართ. ირაკლი მანაგაძის აზრით დარღვეულია ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომელიც დისკრიმინაციას კრძალავს.

ქარტიის სხდომაზე მოპასუხე მხარეებად წარმოდგენილი იქნებიან ტელეკომპანია "GDS" წარმომადგენლები ლევან გოგორელიანი და თემო მჟავია.

სხდომა 20:00 საათზე დაიწყება, ქარტიის ინფორმაციით საქმე საჯარო სხდომაზე განიხილება. ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაესწროს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics