08:46 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-13 22:23:25, 558 ნახვა

საზოგადოება
13-დან 14 ივნისამდე თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება

13-დან 14 ივნისამდე თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, 13 ივნისის საღამოს 20:00 საათიდან 14 ივნისის 03:00 საათამდე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება მიხეილ თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით. ავტომანქანებით გადაადგილება ასევე შეიზღუდება სულხან ცინცაძის ქუჩიდან ვერეს ხეობაში მდებარე გვირაბის გავლით, ნინო რამიშვილის ქუჩის მიმართულებით.

14 ივნისს 09:00- დან 11:00 საათამდე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება მიხეილ თამარაშვილის ქუჩიდან ნინო რამიშვილის ქუჩამდე, ასევე, გმირთა მოედნიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით," - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics