08:46 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-13 14:31:56, 687 ნახვა

საზოგადოება
დღეს თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მეოთხე მუსიკალური ფესტივალის დასკვნით კონცერტი გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მე-4 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საღამოზე შესრულდება რახმანინოვის, მოცარტის და ბეთჰოვენის ნაწარმოებები. სოლისტები არიან ალექსანდრე კორსანტია, თამარ ლიჩელი და სანდრო ნებიერიძე.

მათივე ცნობით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით 2016 წლის 10-13 ივნისს თბილისის კონსერვატორიის დიდ და მცირე დარბაზებში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მეოთხე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართა, რომელშიც თ. ამირეჯიბის აღზრდილ და მსოფლიოში აღიარებულ ქართველ მუსიკოსებთან ერთად - ალექსანდრე კორსანტია, მანანა დოიჯაშვილი, თამარ ლიჩელი, მარინა ნადირაძე, ირმა გიგანი - მონაწილეობედნენ ცნობილი მუსიკოსები უცხოეთიდან: დენის შაპოვალოვი (რუსეთი), კენ აისო (იაპონია), რაფალ ლუკი (პოლონეთი), კამილა ბიდლოვსკა (პოლონეთი), ალესანდრო მარინო (იტალია), გიორგი ხარაძე (საქართველო-საფრანგეთი), გია იაშვილი (საქართველო-გერმანია) და ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტი სანდრო ნებიერიძე.

 ცნობისთვის, წელს საფუძველი ჩაეყარა ფესტივალისთვის ძალზედ მნიშვნელოვან მოვლენას - იტალიის ერთ-ერთ საერთაშორისო კონკურსზე - „Ibla Grand Prize” - საქართველოს სახელით დაწესდა პრემია, რაც გულისხმობს კონკურსის ლაურეატთა ჩამოყვანას საქართველოში.

 თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი დღე (12 ივნისი) სწორედ ამ კონკურსის გამარჯვებულებს დაეთმო.

თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მეოთხე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელის თამარ ლიჩელი, ხოლო ორგანიზატორი მანანა ფაცურია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics