13:17 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-13 12:26:41, 916 ნახვა

ეკონომიკა
სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო იქმნება

სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო იქმნება, - განკარგულებას, კომპანია „ვუდმასტერისთვის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, კომპანია ორი წლის ვადაში შექმნის ავეჯის, მერქნისა და მისი ნაწარმის, ასევე ყველა სახის საათებისა და მათი ნაწილების საწარმოს, შექმნას, 1 მილიონ 793 ათასი ლარის ინვესტიციას და 50 ადამიანის დასაქმებას გეგმავს.

პრემიერის შეფასებით, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" აქტიურად გრძელდება.

„ინტერესი დღესაც მაღალია და ამ პროგრამის შედეგები თანდათან დადგება. დღეს უკვე არაერთი კომპანიაა გახსნილი, რომელმაც პროგრამაში წინა პერიოდში მიიღო მონაწილეობა. მომავალში ყოველდღიურად ვნახავთ ახალ კომპანიებს, რომლებიც იქნებიან როგორც „აწარმოე საქართველოს" მონაწილეები, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული არაერთი პროგრამის ბენეფიციარები. კომპანიების შექმნის პროცესი გაგრძელდება, რაც სახელმწიფოს მხრიდან, ახალი კომპანიების შექმნის მიმართულებით, განსაკუთრებულ ყურადღებაზე მეტყველებს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics