07:50 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-12 19:41:54, 1281 ნახვა

საზოგადოება
ნუცუბიძის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ ქუჩას სტიქიის დროს დაღუპული მაშველის სახელი მიენიჭება

თბილისში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ ხვალ  ერთი წელი შესრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით,  13 ივნისს, 12.00 საათზე,  თბილისის მერი დავით ნარმანია ვერეს ხეობაში მდებარე სასწრაფოს ფილიალის თანამშრომლებს შეხვდება.

ამასთან, მერიის ინფორმაციით,  2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული მაშველის, ზურაბ მუზაშვილის სახელი  ნუცუბიძის ქუჩის მიმდებარედ არსებულ  ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭება.

ღონისძიებას, რომელიც 17:00 საათზეა (ნუცუბიძის პლატო მე–3 მიკრო,1 კვარტალი, რამაზ ჩხიკვაძის ქუჩასთან) დაგეგმილი, თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრება.

ხოლო 23:00 საათზე დედაქალაქის მერი 13-14 ივნისს ვერეს ხეობაში დაღუპულთა სახელზე დარგულ ხეებთან, სტიქიის დროს გარდაცვლილი მოქალაქეების ხსოვნას პატივს მიაგებს (ახალი გზის ჩასასვლელი თამარაშვილის მხრიდან).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics