02:43 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-27 17:05:05, 315 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო რუმინეთს ნამდვილ მეგობრად განიხილავს

საქართველო რუმინეთს განსაკუთრებულ პარტნიორად და ნამდვილ მეგობრად განიხილავს, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოსა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა რუმინეთის მთავრობის სახლში.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ პონტამ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
შეხვედრისას დიდი ყურადღება დაეთმო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას და რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებს.
გამოითქვა შეშფოთება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუმინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და იმ პროექტებისთვის, რომლებიც საქართველოში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ხელშეწყობის, სტიქიურ უბედურებათა რისკის შემცირებისა და მენეჯმენტის გაძლიერების მიმართულებებით ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics