12:46 - 22 Jul, 2026
|
2016-06-11 18:05:13, 1131 ნახვა
რეგიონი
სოფელ ქვეშში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა
ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში მორიგი სამედიცინო აქცია გაიმართა. უფასო პროფილაქტიკური კონსულტაცია სოფელ ქვეშისა და ქვემო არცევის მოსახლეობას შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრისა და „ავერსის“ გორის ფილიალის ექიმებმა გაუწიეს. უფასო სამედიცინო გასინჯვების აქციის ფარგლებში, ადგილობრივებს უფასო ექოსკოპიურ-კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ და დანიშნულების შესაბამისი მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ. აქციის მიმდინარეობას ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრო. სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები მთელი ქვეყნის მასშტაბით, პერმანენტულად იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)