2016-06-11 14:40:04, 767 ნახვა
საზოგადოება
თემქაზე ერთ-ერთი კორპუსის ძველი აივნები ჩამოინგრა
თბილისში, თემქაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ძველი აივნები ჩამოინგრა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც კორპუსის მაცხოვრებლები აცხადებენ, ისინი წლების განმავლობაში შესაბამის სტრუქტურებს, კორპუსისა და აივნების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მათი მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
კორპუსის მცხოვრებლები იმედოვნებენ, რომ დღევანდელი შემთხვევის შემდეგ, აივნების გამაგრების სამუშაოები ჩატარდება.
ადგილზე დედაქალაქის მერიის და საგანგებო სტრუქტურების წარმომადგენლები იმყოფებიან და ვითარებას სწავლობენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან