|
2016-06-11 11:01:42, 1047 ნახვა
რეგიონი
ქობულეთში ადგილობრივი თვითმმართველობების ეფექტიანობის გაზრდასა და ფინანსურ გაძლიერებაზე იმსჯელეს
ქობულეთში, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი უძღვებოდა, დასავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები - მერები და გამგებლები ესწრებოდნენ. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა, მუნიციპალიტეტების ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონული განვითარების სტრატეგიების სამოქმედო გეგმების განახლება გახლდათ. შეხვედრს მონაწილეებმა, ასევე, მუნიციპალიტეტებისათვის საშუალოვადიანი განვითარები დოკუმენტების შემუშავებაზეც იმსჯელეს, რომელიც პირველ რიგში მუნიციპლიტეტების ფინანსური დამოუკიდებლობის გაზრდას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)