|
2016-06-10 23:13:22, 859 ნახვა
სამხედრო
თინა ხიდაშელი "ANAKONDA-16"-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს იმის შესახებ თუ რატომ ვერ მიიღო მონაწილოება საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქ ქვეითმა ასეულმა საერთაშორისო სწავლება - "ANAKONDA-16"-ში. მინისტრის განცხადებით, დისკუსია აბსურუდულია და რუსული პროპაგანდის სცენარით მიმდინარეობს. "აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო პოლონეთში მიმდინარე სწავლების ირგვლივ დისკუსიას. დისკუსია აბსურუდულია და რუსული პროპაგანდის სცენარით მიმდინარეობს. პასუხი ცოტა გრძელი გამოვა, მაგრამ, ვისაც მართლა გაინტერესებთ, ბოლომდე წაიკითხეთ: 1. საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული მიწვეული იყო სწავლებაზე ამერიკული ბატალიონის ფარგლებში, ყველა ლოგისტიკური საკითხი, უსაფრთხოების და დაშვების თემები იყო მოგვარებული. ფრენა გრაფიკით გათვალისწინებული, აეროპორტი პოლონეთში - დაჯავშნილი და ა.შ. 2. გამგზავრებამდე 24 საათით ადრე გახდა ცნობილი, რომ ასეულის ორ სამხედრო მოსამსახურეს ვირუსული ინფექცია „ჩუტყვავილა“ ჰქონდა. ორივე, ასეულთან ერთად იყვნენ მთელი პერიოდის მანძილზე, ხოლო, „ჩუტყვავილა“, როგორც მოგეხსენებათ, ადვილად ვრცელდება. 3. ინფორმაცია დაავადების შესახებ მაშინვე მივაწოდეთ ჩვენს პარტნიორებს, ამერიკელებს, პოლონელებს, ასევე ნატოს. 4. დასტურად იმისა, რომ აბსოლუტური ტყუილი, სისულელე და რუსული პროპაგანდის მორიგი შედევრია "ქართველების არ დაშვება, ან რჩევა ქართველებისთვის არ მიეღოთ მონაწილეობა", გენერალი და ორივე მიმართულების სარდალი მიემგზავრებიან „ანაკონდაზე“ დასასწრებად. 5. საქართველოს შეიარაღებული ძალები ძალიან ბევრი წელია მუდმივად მონაწილეობენ ნატოს და პარტნიორების წვრთნებში, „ანაკონდა“ ნამდვილად საინტერესო და მნიშვნელოვანი წვრთნაა, მაგრამ არც პირველია და არც უკანასკნელი, სადაც ჩვენები ყოფილან ჩართული და მომავალშიც იქნებიან. 6. ასეულს ვერ ჩავანაცვლებდით, რადგან, პრაქტიკულად, დრო აღარ გვქონდა, რომ შესაბამისი პროცედურები გაგვეტარებინა ახალი პირადი შემადგენლობისთვის. 7. ბუნებრივია, ყოველთვის მზად ვარ ნებისმიერ მოხსენებისთვის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის მიმართ, მაგრამ, ცალსახად მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ სრული ინფორმაცია მივაწოდე უშიშროების საბჭოს მდივანს პრეზიდენტის თანდასწრებით. არაფერი იმისგან განსხვავებული, საიდუმლო ან დახურულ კარს მიღმა განსახილველი, რაც აქ დავწერე, არ მაქვს. 8. ყველას მინდა ვთხოვო, განსაკუთრებით მედიას, და ამ თვალსაზრისით ნამდვილად გაუგებარი იყო „რადიო თავისუფლების“ რუსული სამსახურის ინფორმაცია, ნუ ჩავეწერებით რუსულ პროპაგანდაში და შევქმნით პრობლემას იქ, სადაც ის არ არსებობს". - ნათქვამია განცხადებაში.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)