12:31 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 18:06:33, 893 ნახვა

სამართალი
პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა ბაიაშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მესამე ნაწილით დამნაშავედ სცნო.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2015 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მეტროპოლიტენის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი ირაკლი სარალიძე იმყოფებოდა ქ. თბილისში, მეტროპოლიტენის სადგურ „ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიაზე და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მას თავს დაესხა დანით შეიარაღებული ნიკა ბაიაშვილი. დადგინდა, რომ ირაკლი სარალიძე არ იცნობდა თავდამსხმელს და შესაბამისად მასთან არანაირი უთანხმოება არ გააჩნდა.  ნიკა ბაიაშვილის თავდასხმის მიზეზს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ირაკლი სარალიძე იყო პოლიციის ფორმით და ასრულებდა თავის მოვალეობას, რის გამოც სიცოცხლის მოსპობის მიზნით დანით რამდენჯერმე მიაყენა ჭრილობა კისრის, ზურგისა და სხეულის სხვადასხვა არეში.  ნიკა ბაიაშვილი სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის დროს დააკავეს, ირაკლი სარალიძე კი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე.

მოსამართლემ ნიკა ბაიაშვილს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს - ფედერალისტები პარტიების აკრძალვაზე
რეჟიმი პარტიების აკრძალვის მოთხოვნას, პარტია „ფედერალისტებიც“ დაამატებს
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics