|
2016-06-10 16:48:17, 1062 ნახვა
რეგიონი
ისრაელის სამ ტელეარხზე აჭარის შესახებ გადაცემები გავა
ისრაელის ცნობილ ტელეარხებზე Travel Channel, Channel 10 და Good Life Channel აჭარის შესახებ გადაცემები გავა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი აჭარას სტუმრობდა და მის ტურისტულ პოტენციალს გაეცნო. მათივე ცნობით, მათ ობიექტივში მოხვდა მტირალას ეროვნული პარკი თავისი სერვისებით, ბოტანიკური ბაღი, მაღალმთიანი აჭარა სამზარეულოთი, ფოლკლორი და ღამის ცხოვრება ბათუმში. ისრაელში პოპულარული ტელეწამყვანი აჭარაში მოგზაურობს და მაყურებელს თავის გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს უზიარებს. გადაცემა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ისრაელში ჩატარებული პიარ კამპანიების ფარგლებში მზადდება. ის Travel Channel-სა და Good Life Channel-ის ეთერში ზაფხულის სეზონის განმავლობაში 10-ჯერ გავა. აჭარის ტურიზმისა და კურორტები დეპარტამენტი პიარ და მარკეტინგულ კამპანიებს ისრაელში 2012 წლიდან აწარმოებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)