21:37 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 15:18:12, 615 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის მერია პენსიონერებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

თბილისის მერია დედაქალაქში მცხოვრები პენსიონერებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსიმა გელა ჩივიაშვილმა განაცხადა, გასული კვირის ბოლოდან ფინანსური დახმარების გაწევის თხოვნით, თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრები პენსიონერებისგან ასეულობით განცხადება შედის, მაშინ როდესაც, მისივე თქმით, წინა თვეებში მატერიალური დახმარების თხოვნით დღეში 60-70 განცხადება ფიქსირდებოდა, ბოლო სამი დღის განმავლობაში, ეს რიცხვი დღეში 200-ს აჭარბებს.

„თბილისის მერიის მიერ 7 ივნისს გავრცელებული განცხადების მიუხედავად, იმის თაობაზე, რომ მერია პენსიონერებისთვის ერთჯერად მატერიალურ დახმარებას არ გასცემდა, ბოლო სამ დღეში, ამ კატეგორიის მოსახლეობისგან 500-ზე მეტი განცხადება შემოვიდა.

თბილისის მერია აღნიშნულ ფაქტს დეზინფორმაციას და მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს და მოსახლეობას სთხოვს, არ აჰყვეს ცრუ ინფორმაციას“, - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics