|
2016-06-09 14:37:29, 607 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ზოოპარკი სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ
თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილეებთან, გიორგი ლილუაშვილთან და ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, ზოოპარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ჟურნალისტებს 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები გააცნო. “13 ივნისის სტიქიის შედეგად, ზოოპარკის ტერიტორია მნიშვნელოვნად დაზიანდა. დაზიანდა როგორც პარკის ინფრასტრუქტურა, ასევე, დაიღუპა და დაიკარგა 280 ერთეულზე მეტი ცხოველი. ჩვენ შესაბამის უწყებებთან ერთად ძალიან სწრაფად დავიწყეთ ზოოპარკის გაწმენდითი სამუშაოები, დიდი ნაშალი მასალა იქნა ზოოპარკის ტერიტორიიდან გატანილი, რომლის შემდეგაც, აღვადგინეთ დაზიანებული ვოლიერები, დავიწყეთ ახალი ვოლიერების მშენებლობა და შესაბამისად, დავაბინავეთ ის ცხოველები, რომლებიც გადაურჩნენ სტიქიას. გარდა ამისა, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ზოოპარკები გვეხმარებიან, ეტაპობრივად ჩამოდის ცხოველები და ფრინველები. აღნიშნული ტერიტორია, რამდენიმე წელი იქნება შენარჩუნებული, ვიდრე ახალი ზოოლოგიური პარკი არ განვითარდება, თუმცა მოსამზადებელი სამუშაოები ახალი ზოოპარკისთვის ჩვენ ჯერ კიდევ გასულ წელს დავიწყეთ და 48 ჰა ტერიტორია მთლიანად შემოიღობა, გაკეთდა კავკასიური ჯიშის ნაგაზებისთვის სპეციალური ძაღლსაშენი, გარდა ამისა, მიმდინარეობს ვოლიერების მშენებლობა, ნაწილი დაპროექტების პროცესშია, რათა ეტაპობრივად გადავიტანოთ ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარედ, ხოლო ეს ტერიტორია განვავითაროთ, როგორც სარეკრეაციო სივრცე,”- განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერთან ერთად, ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ჟურნალისტებს ზოოლოგიური პარკის ახალი ბინადრები გააცნო. ცოტა ხნის წინ, თბილისის ზოოპარკს 29 ახალი ცხოველი და ფრინველი შეემატა, 13 ივნისამდე, კი, სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკების დახმარებით, ზოოლოგიურ პარკში, დამატებით 46 ცხოველი განთავსდება. ზაფხულსა და შემოდგომაზე თბილისის ზოოპარკი საჩუქრად კიდევ 55 ცხოველს მიიღებს. სტიქიამდე ზოოლოგიური პარკის ტერიტორიაზე, სულ, 1155 ინდივიდი ბინადრობდა, მათ შორის იყო თევზები და ქვეწარმავლები. 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად კი, ცოცხალი კოლექციის დიდი ნაწილი განადგურდა, დაიღუპა 281 ცხოველი. ამ დროისათვის, დასრულებულია დათვების, მგლების, მარტორქის, კეთილშობილი ირმების, კამერუნის თხებისა და ზებრების ვოლიერების აღდგენა-რეკონსტრუქცია. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა პინგვინების ვოლიერსა და აუზს. აშენდა სრულიად ახალი პავიანების, ბერბერული მაკაკების, ლემურების, კენგურუების, ტაპირებისა და ემუების, მანგუსტებისა და მაჩვზღარბების, კოატების ვოლიერები. მოეწყო ბეჰემოთის ზამთრის ვოლიერი აუზითა და გათბობით, ორი ახალი აკვარიუმი ეგზოტარიუმში (9 ტონიანი და 4 ტონიანი). 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ, ზოოპარკის ადმინისტრაციის, ასევე, სხვადასხვა საჯარო უწყებების, ფიზიკური პირების და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, დაუყოვნებლივ დაიწყო ტერიტორიის გაწმენდა და კეთილმოწყობის სამუშაოები. სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ, ზოოპარკის ტერიტორიაზე სრულად არის აღდგენილი მიწისქვეშა კომუნიკაციები, პარკი შემოიღობა ლითონის ბადით (850 გრძივი მეტრი). აღდგა მწვანე საფარი, ვოლიერები, მოიხატა წყალდიდობის შედეგად დაზიანებული შენობები. რაც შეეხება ახალი ზოოპარკის ტერიტორიას (თბილისის ზღვის მიმდებარედ), აღნიშნული ადგილი შემოიღობა, მოეწყო ძაღლსაშენი, ასევე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ დაფინანსდა დათვებისა და მგლების ახალი ვოლიერების მშენებლობა (120 000 ლარი), რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს. GIZ-ის დაფინანსებითვე მოეწყობა ირმებისა და ნიამორების ახალი ვოლიერები ( 40 000 € ).
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)