|
2016-06-09 14:10:13, 965 ნახვა
სამართალი
ქრთამის აღების ფაქტზე სოფელ წრომში ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ წრომში დავით გოგალაძე დააკავეს. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. "გამოძიებამ დაადგინა,რომ დავით გოგალაძე მოქალაქეს დაჰპირდა სახელმწიფოს კუთვნილი 8 ჰა მიწის ფართობის იჯარით სარგებლობაში გადასაცემი აუქციონისათვის საჭირო პროცედურების დაჩქარებას და დროულად მოგვარებას , რის სანაცვლოდაც მას ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2000 ლარი. გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)",-ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)