|
2016-06-09 12:28:44, 1280 ნახვა
კომენტარი
კალაძე: დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში ვიზის გარეშე მოგზაურობას შეძლებენ
ვიცე- პრემიერ კახი კალაძეს იმედი აქვს, ქართველები ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას მალე შეძლებენ. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში ყველა დავალება შეასრულა. "გადაწყვეტილება მიღებული არ არის, დაველოდოთ. თუმცა, წინასწარი მონაცემებით ვიცით, რომ საფრანგეთი და გერმანია თავს იკავებს. დაველოდოთ გადაწყვეტილებას, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა შეეძლოთ. ყველა რეფორმა განხორციელდა. გადაწყვეტილება ჩვენზე არ არის დამოკიდებული. საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში ვიზის გარეშე მოგზაურობას შეძლებენ და ჩვენ შევძლებთ გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია", - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, იმის გამო, რომ ქვეყანაში ჩასულ სხვადასხვა ერს შორის კრიმინალური ქმედებების რაოდენობით ქართველები ლიდერობენ, ევროკავშირი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებით დიდ თავის ტკივილს გაიჩენს. ცნობისათვის, გუშინ, ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების შეხვედრა გაიმართა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კვლავ ვერ მოხერხდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)