2016-06-09 11:55:01, 536 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას არასოდეს შევეგუებით
ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადებით, საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ქვეყნის ოკუპაციას ხელი შეუშალონ.
"ჩემთვის არავითარი გამყოფი ხაზი არ არსებობს. ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, რომ ამ პროცესებს ხელი შევუშალოთ. ჩვენ არასდროს შევეგუებით, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია", - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, 6 ივნისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქარელის რაიონის სოფელ ავლევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. “საზღვრის” აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან