20:09 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-08 19:51:35, 686 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბს კახა კალაძე უხელმძღვანელებს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბს ვიცე-პრემიერი, პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, კალაძეს კაპიტნის გამორჩეული თვისებები, ორგანიზატორული ნიჭი და გამოცდილება აქვს.

"კახი კალაძე აქვს კაპიტნის გამორჩეული თვისებები, ორგანიზატორული ნიჭი და გამოცდილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება წინასაარჩევნო კამპანიის ღირსეულად ჩატრებისა და საბოლოო გამარჯვებისთვის",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კალაძის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ღირსეულად გაართვას თავი "ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო მისიას".

„ნამდვილად საპასუხისმგებლოა ეს ყველაფერი ჩემთვის. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად გავართვა თავი ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო მისიას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისს ოფიციალურად დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics