|
2016-06-08 16:28:41, 846 ნახვა
სამხედრო
წეროვნის რეაბილიტაციის ცენტრს მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა წეროვნის რეაბილიტაციის ცენტრს საქართველოს ეროვნული გმირის, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელი მიენიჭა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტაციის ცენტრში მემორიალური დაფა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გახსნეს. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მუდმივად გვახსოვდეს ის ხალხი, რომლებმაც განსაკუთრებული როლი შეიტანა საქართველოს ისტორიაში. ასეთი გამორჩეული ადამიანი იყო საქართველოს ეროვნული გმირი, მარიამ (მარო) მაყაშვილი. უკეთეს სახელს ჩვენ ვერ მოვუძებნიდით ამ სარეაბილიტაციო ცენტრს, სადაც ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები მკურნალობენ. ეს ცენტრი გაფართოვდება და უფრო მნიშვნელოვანი გახდება. აქ დაისვენებენ სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები, შესაბამისად, ძალიან კარგია, რომ ცენტრი ასოცირებული იქნება, სწორედ, იმ ადამიანთან, რომელმაც საკუთარი თავი გადადო სამშობლოს სამსახურისთვის“, - განაცხადა ანა დოლიძემ. ისტორიული გმირების სახელის უკვდავყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა ასევე გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. „არიან ადამიანები, რომლებმაც ელვასავით გაიარეს საქართველოს ისტორიის ფურცლებზე და დატოვეს წარუშლელი კვალი. ერთ-ერთი ასეთი იყო მარო მაყაშვილი, ის განასახიერებდა ვაჟკაცობას, გმირობას, სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულს და ერთგულებას. ჩვენი ხსოვნა არ არის მათთვის გაკეთებული რევერანსი, ეს ყველაზე მეტად გვჭირდება ჩვენ, სამხედროებს თუ საქართველოს მოქალაქეებს, რათა ვიცოდეთ თუ საიდან მოვდივართ და ვინ იყვნენ ჩვენი წინაპრები“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე და გენერალური შტაბის უფროსი დღეს იმ სამხედრო მოსამსახურეებსაც შეხვდნენ და გაესაუბრნენ, რომლებიც რეაბილიტაციას, სწორედ, წეროვანში გადიან. წეროვანში გამართულ ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი სამხედრო საკითხებში, გიორგი თავდგირიძე, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სამხედრო საკითხებში, აკია ბარბაქაძე, წითელი ჯვრის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბილიანა მილოშევიჩი, მარო მაყაშვილის დის შვილი ელიზბარ ერისთავი, ნოე რამიშვილის შთამომავლები და სხვა მოწვეული სტუმრები. ცნობისთვის, მარო მაყაშვილი 1921 წლის თებერვალში თბილისის მისადგომებთან საბჭოთა რუსეთის ჯარებთან წარმოებული ბრძოლების დროს დაიღუპა. 2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მარო მაყაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. მარო მაყაშვილი გახდა პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება აქვს.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)