|
2016-06-08 15:01:31, 674 ნახვა
საზოგადოება
13 ივნისის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა 40 მილიონი ლარი დახარჯა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ და თბილისის მერის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა მდინარე ვერეს ხეობაში ერთწლიანი სამუშაოების შედეგები შეაჯამეს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დავით ნარმანიამ აღნიშნა, დღეის მდგომარეობით ყველა ყველა სამუშაო დასრულებულია, თუმცა სამომავლო პროექტებზე მუშაობა გრძელდება. „მას შემდეგ, რაც სტიქიიდან უახლოესი დღეების განმავლობაში ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები და დასრულდა ტერიტორიის გაწმენდა-დასუფთავება. ჩვენ სწრაფად დავიწყეთ ინფრასტრუქტურის აღდგენა. ყველაზე უმთავრესი ,რაც ჩვენ გავაკეთეთ იყო დაზიანებული გზის სხვადასხვა მონაკვეთების აღდგენა. სვანიძის ქუჩაზე დაიგო გზის საფარი, გაკეთდა სანიაღვრე სისტემა, მოწესრიგდა გმირთა მოედანი. დღეის მდგომარეობით ყველა სამუშაო არის დასრულებული, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ დამატებით განვითარებასთან დაკავშირებულ პროექტებს“,-განაცხადა ნარმანიამ. 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარი დაიხარჯა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ ავტომაგისტრალს (ჭ. ამირეჯიბის გზატკეცილი), აშენდა ახალი ხიდი, ნაპირდამცავი კედელი, აღდგა 6 გვირაბი, პანდუსებზე ასასვლელი და ჩამოსასვლელი გზების ასფალტის საფარი, განათების სისტემა, მოეწყო ახალი თვალამრიდები და გაბიონის ტიპის ნაგებობები, წყალამრიდი სისტემები და ცხაურები. გმირთა მოედანზე განახლდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ასფალტის საფარი, კუნძულები და მტკვრის მოაჯირები. მერის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა სალიკვიდაციო სამუშაოები გასული წლის 14 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებული უბნების გაწმენდა-დასუფთავების და შემოტანილი მასის გატანით დაიწყო, რაც დედაქალაქის ბიუჯეტს 1 მილიონ ლარამდე დაუჯდა. დაზიანებული შენობების დემონტაჟი, მათი გატანა და ლანდშაფტის მოწესრიგება, ახალი სანიაღვრე ქსელისა და წყალამრიდი ნაგებობების მოწყობა სტიქიის ზონაში-სვანიძის ქუჩაზე და მზიურის ტერიტორიაზე. გასული წლის ივნისში დაიწყო სტიქიის შედეგად დაზიანებული სანიაღვრე კოლექტორების რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის სამუშაოები: ბაგების ელექტრო სადგურის ტერიტორიაზე, ძოწენიძისა და გრიშაშვილის (წყნეთი) ქუჩებზე. ჭ.ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ (წყნეთის ქუჩის #3-თან) აშენდა 220მ. სიგრძის დამცავი ნაპირსამაგრი კედელი. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში კეთილმოწყობის სამსახურის მიერ განხორციელდა ჭ. ამირეჯიბის გზატკეცილზე მდინარე ვერეს გამტარი გვირაბების აღდგენა რეკონსტრუქცია. ცნობისთვის, ვერეს ხეობაში სულ შვიდი ფოლადის გვირაბი არსებობდა. 2015 წლის 13-14 ივნისს სტიქიის შედეგად გვირაბები სხვადასხვა ხარისხით დაზიანდა. სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა გვირაბების სათავისების (მდინარის შესასვლელი და გამოსასვლელი) გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები. მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მეორე გვირაბის ნაცვლად (დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე) აშენდა ხიდი, რომლისთვისაც სპეციალურად დამზადდა 19 ცალი 60 ტონიანი კოჭა (ახალი ხიდის მშენებლობის ღირებულებამ 8 მილიონ ლარს გადააჭარბა) პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მდინარე ვერეს ხეობაში მიმდინარე წელს აშენდება ნატანდამჭერი ცხაურები, რაც ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შემთხვევაში, ვერეს ხეობას დაზიანებისგან დაიცავს. მიმდინარეობს კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი 6 კმ-იანი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია, წყნეთი-ახალდაბის გზის გაფართოების და სარეაბილიტაციო სამუშაოები, დასრულდა წყნეთის საავტომობილო გზაზე საყრდენი კკედლების მშენებლობა, ასევე, წყნეთში მდებარე „მასწავლებელთა გადამზადების ცენტრთან“ დამცავი კედლის მოწყობა. მიმდინარე წლის 13 ივნისს ტენდერი იხსნება და დაიწყება მუშაობა მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირებაზე-ნაპირდამცავი ჯებირების მშენებლობაზე.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)