04:36 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-08 14:16:45, 556 ნახვა

საზოგადოება
სენაკში, დევნილთა ჩასახლებაში 30 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია სენაკში, ეგრეთ წოდებულ სამხედრო ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს დაფინანსებით, ჩასახლებაში არსებულ 30-ვე კორპუსს ნაწილობრივი რეაბილიტაცია უტარდება. 

მათივე ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩასახლების  კორპუსების სახურავებისა და იატაკების გამოცვლის სამუშაოები  2016 წლის ოქტომბერში დასრულდება და მისი ღირებულება 558 000 ლარს შეადგენს. 

გარდა ამისა, უკვე მომზადებულია აღნიშნულ დასახლებაში ცენტრალური კანალიზაციის სისტემის მოწესრიგებისა და სადრენაჟე სისტემის მოწყობის პროექტი.

სენაკში არსებულ ეგრეთ წოდებულ სამხედრო ჩასახლებასთან ახლოს  დაჭაობებული ადგილები მდებარეობს, სადაც ზაფხულის სეზონზე მასიურად აღინიშნება კოღოს გავრცელება. პრობლემის აღმოსაფხვრელად,  ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით,  აღნიშნული ტერიტორია, ბიოლოგიური პრეპარატით დამუშავდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics