2016-06-08 13:07:43, 694 ნახვა
პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი“ 5 ოპოზიციურ პარტიასთან ერთიანდება
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან ერთიანდება და საარჩევნოდ 6 პარტიისგან შემდგარ ბლოკს წარადგენს.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
ბლოკში შემდეგი პარტიები არიან გაერთიანებული: "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", კახა კუკავას პარტია "თავისუფალი საქართველო", კონსტანტინე გამსახურდიას პარტია "თავისუფლება", აკაკი ასათიანის პარტია "საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი", გოჩა ჯოჯუას პარტია "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" და გია ბერძენიძე - "ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა".
საარჩევნო ბლოკის სახელწოდება იქნება "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი -გაერთიანებული ოპოზიცია".
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან