04:36 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 17:39:02, 604 ნახვა

საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი თურქ ხალხსა და მთავრობას სტამბოლში მომხდარი აფეთქების გამო სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტამბოლში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი, სამწუხაროა, რომ თანამედროვე სამყაროში უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს ბრძოლისა და ზემოქმედების იარაღად იყენებენ.

"მწუხარებას გამოვთქვამ სტამბოლის ცენტრში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც გამვლელები და პოლიციელები ემსხვერპლნენ. 

ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, თურქ ხალხსა და მთავრობას მომხდარი ტრაგედიის გამო. სამწუხაროა, რომ თანამედროვე სამყაროში უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს ბრძოლისა და ზემოქმედების იარაღად იყენებენ. მსოფლიო საზოგადოებას, ყველას ერთად მაქსიმალური ძალისხმევა გვმართებს ამ სისასტიკის შესაჩერებლად", - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ცენტრალურ რაიონ ბეიაზიტ ვეზნეჯილერში მეტროპოლიტენთან ახლოს, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, დაღუპულებს შორის 7 პოლიციელია. აფეთქების შედეგად, სულ მცირე 36 ადამიანი დაშავდა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "ქურთისტანის მუშათა პარტიას" დააკისრა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics