17:03 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 23:07:44, 499 ნახვა

პოლიტიკა
ტორბიორნ იაგლანდი: ევროპის საბჭო აფასებს პრეზიდენტის ჩართულობას საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების საკითხში

"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის აქტიური ჩართულობა, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და გრძელვადიანი წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება - ეს ის საკითხებია, რომელზეც გიორგი მარგველაშვილმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიისათვის გაკეთებულ განცხადებებში გაამახვილეს ყურადღება.

როგორც ტორბიორნ იაგლანდმა აღნიშნა, ევროპის საბჭო აფასებს იმ რეფორმებს რომელიც საქართველოში ხორციელდება და ასევე, პრეზიდენტის ჩართულობას საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების საკითხში.

"ვაფასებთ, ასევე, პრეზიდენტის ჩართულობას არჩევნების კონსტრუქციული გზით წარმართვაში. ეს ყველა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საქართველო - ევროპის საბჭოს ინტენსიური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

"უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მივიღეთ ახალი სამოქმედო გეგმა, რომელიც წინ წასწევს საქართველოს პოზიტიური გზით განვითარებას.

ჩვენ სიღრმისეულად განვიხილეთ მოქალაქეების უფლებები და მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საოკუპაციო ხაზთან"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს ევროპის საბჭოს იმ ანგარიშის გამო, რომელიც ახლახანს მიიღო მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით.

"იმედი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება წინ წასწევს იმ სიტუაციას, რაც არის შეშფოთების საგანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს, როგორც მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, ასევე, დეტალურად მიმოიხილეს დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობა საქართველოში.

გიორგი მარგველაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალური დივანი საქართველოში მოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics