04:16 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 18:19:35, 574 ნახვა

საზოგადოება
ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საორიენტაციო კურსი გაიხსნა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კოორდინაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მხარდაჭერით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საორიენტაციო კურსი გაიხსნა.

ღონისძიებაში, რომელიც 6 და 7 ივნისს კონფერენციის ფორმატში ჩატარდება და 10 ივნისს დასრულდება, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კონფერენციისა და სასწავლო კურსის თემატიკა შეეხება ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკას, რომელიც მოიცავს კიბესუსაფრთხოების, არალეგალური მიგრაციის, ტერორიზმისა და ჰიბრიდული საფრთხეების თემებს.

კონფერენცია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა, მინდია ჯანელიძემ გახსნა. სიტყვით გამოვიდნენ ვროკავშირის კრიზისების მართვისა და დაგეგმარების დირექტორატის თავმჯდომარე გაბორ იკლოდი, კიასტუტის იანკაუსკა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი,კურსების ხელმძღვანელი იოჰენ რელი, საქართველოს სხვადასხვა უწყების მაღალი თანამდებობის პირები.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის თემაზე პირველი მაღალი დონის კონფერენცია ჩატარდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ორგანიზებით 2015 წლის დეკემბერში. ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნის ჩართულობის კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს.      





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics