|
2016-06-06 14:03:47, 517 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალი ოფისი გახსნა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალი ოფისი გახსნა. წერეთლის გამზირზე მდებარე შენობას ცენტრის საჭიროებების გათვალისწინებით, სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც ასევე გამყარდა შესაბამისი საცხოვრებელი კორპუსი. იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უწყების ახალი ოფისი, უშუალოდ თანამშრომლების სამუშაოს სპეციფიურობის გარდა, "ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის" ბენეფიციარებზეა მორგებული. პროგრამა განმეორებითი დანაშაულის პრევენციის მიზნით ხორციელდება და მასში ყოფილი პატიმრები, მათ შორის არასრულწლოვნები არიან ჩართულნი. "დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ბენეფიციარებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს. ახალ ოფისში პროგრამის ბენეფიციარებთან შეხვედრებისთვის სპეციალური სივრცეებია გამოყოფილი, რათა პროგრამის მონაწილეებმა -ყოფილმა პატიმრებმა, მაქსიმალურად კომპფორტულ გარემოში შეძლონ კომუნიკაცია დანაშაულის პრევენციის ცენტრის სოციალურ მუშაკებთან და თანამშრომლებთან. "დანაშაულის პრევენციის ცენტრს დღეიდან ექნება წერეთლის გამზირზე ახალი ოფისი. ჩვენ სრული რეკონსტრუქცია ჩავუტარეთ ამ შენობას, რომელიც იყო იუსტიციის სამინისტროს საარქივო ცენტრი ბევრისათვის, თბილისელისთვის კარგად ცნობილი. ჩვენ გვინდა, რომ ის პროგრამა, რომელიც მე დავაარსე 2012 წელს ყოფილი პატიმრებისთვის, ვინც პრობაციონერები არ არიან და ამიტომ უფრო მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ სახელმწიფოსგან, მათ შეძლონ ჩვენს სოციალურ მუშაკებთან პრივატულ გარემოში შეხვედრა, მათ შორის არის ძალიან ბევრი არასრულწლოვანი, ყოფილი პატიმარი და იმ ახალი პოლიტიკის ფარგლებში, რასაც ჩვენ ვახორციელებთ უკვე მეოთხე წელია, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებებზე მორგებული სისტემა, ეს ცენტრი და ახალი ინფრასტრუქტურა თავის როლს შეასრულებს. შედეგები გვაქვს ძალიან კარგი. 4 წლის განმავლობაში ჩვენს ხელში გაიარა 1600-მდე პატიმარმა, მათ შორის 600-ზე მეტს გაეწია ჩემი კოლეგების, ბატონი დავით სერგეენკოს ხელშეწყობით, უფასო სამედიცინო დახმარება, მერია გვეხმარება ძალიან და ასევე ჩვენმა თანამშრომლებმა შეძლეს ის, რომ 200-ზე მეტი ყოფილი პატიმარი დასაქმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი აღარასოდეს გაიხედავენ დანაშაულისკენ. იუსტიციის საგრანტო სისტემამ გაამართლა და 50-ზე მეტი ყოფილი პატიმრის უკვე მცირე ბიზნესი არსებობს საქართველოში ჩვენ მიერ გაცემული პატარ-პატარა გრანტის თანხმების წყალობით და ეს არის არაერთი ბედნიერი ოჯახი, რომელიც აღარასდროს იხილავს ციხის კარს",-განაცხადა თეა წულუკიანმა. ახალი ოფისის გახსნას პარტნიორი სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, კერძო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. გახსნის ცერემონიაზე გაიმართა ყოფილ პატიმართა ნამუშევრების გამოფენა. "ყოფილ პატიმართ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამა" 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული იმ პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობაა, რომლებიც არ არიან პრობაციონერები და ამიტომ კიდევ მეტად ჭირდებათ სახელმწიფოს დახმარება. 2013-2015 წლებში პროგრამით ისარგებლა 1621-მა ყოფილმა პატიმარმა. ამათგან იურიდიული კონსულტაცია გაიარა 403-მმა ბენეფიციარმა; ფსიქოლოგის მომსახურება გაეწია 235 ბენეფიციარს; დასაქმდა 203 ყოფილი პატიმარი; 207-მა ბენეფიციარმა წარმატებით გაიარა პროფესიული გადამზადების კურსები; 597 ბენეფიციარს გაეწია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის დახმარება; უფასო სამგზავრო ბარათი მიიღო 232-მა ბენეფიციარმა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში 43 ყოფილი პატიმრის 42 ბიზნესიდეა დაფინანსდა. პროგრამა თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში მიმდინარეობს.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)