15:33 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 12:46:49, 530 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: ახალი კანონით, საკონსტიტუციო სასამართლოს არა ერთი რომელიმე პარტიიდან, არამედ ყველას მხრიდან ნდობა ექნება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "არასამთავრობო ორგანიზაციების" მიერ  დაგეგმილ "საკონსტიტუციო სასამართლოს" შესახებ  ახალი კანონის  გასაჩივრებას გამოეხმაურა. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კანონში ვენეციის კომისიის ზოგიერთი მნიშვნელოვანი  შენიშვნა გათვალისწინებულია. მინისტრის შეფასებით, აღნიშნული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს გააძლიერებს  და მას არა მხოლოდ  ერთი რომელიმე პარტიიდან, არამედ ყველას მხრიდან დიდი ნდობა ექნება:

"მეც, მთავრობამაც და ყველამ  ამ ხელისუფლებაში, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საკონსტიტუციო  სასამართლოს გადაწყვეტილებები თუნდაც როგორც მათ უწოდებენ, ხმაურიანი, აღსრულებულიყო, შესრულებულიყო, რომ ამჟამინდელ მოსამართლეებს ამოეწურათ ბოლომდე თავისი ვადა და ასეთ პირობებში 30 სექტემბერს საკონსტიტუციო ვადის  ამოწურვისთანავე, დავემშვიდობებით 4 მათგანს  და ამით დაცული იქნება როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობა, ასევე კონსტიტუციური ვადები,  რომლითაც ისინი თავის დროზე იყვნენ დანიშნულნი, თუ არჩეულნი. ეს კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ვენეციის  კომისიის ზოგიერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა, რაც სახელმწიფომ,  სუვერენულმა ქვეყანამ ჩათვალა, რომ უნდა გაგვეთვალისწინებინა,  გავითვალისწინეთ, ვთვლი, რომ  გააძლიერებს  საკონსტიტუციო სასამართლოს, გააჯანასღებს  და აღადგენს მისდამი ნდობას არა მხოლოდ ერთი რომელიმე  პარტიიდან, არამედ ყველას მხრიდან  საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება დიდი ნდობა",-განაცხადა თეა წულუკიანმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ამავე სასამართლოს შსახებ მიღებული ახალი კანონი გასაჩივრდება. სარჩელს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციები შეიტანენ. მათი შეფასებით,  კანონი არაკონსტიტუციურია და  პრეზიდენტის გუნდმა ვენეციის კომისიის შენიშვნები საკუთარი ინტერპრეტაციით ასახა ვეტოში, რაც მათ მმართველ გუნდთან პოლიტიკური გარიგების ეჭვებს აღრმავებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics