|
2015-02-27 09:54:55, 3800 ნახვა
კომენტარი
პრემიერ-მინისტრი: ხელოვნურად იყო შექმნილი ისტერიკა და ლარის კურსი შოუების საკეთებელ თემად გადაიქცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას ლარის კურსის თემას შეეხო და აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა სიტუაცია ძალიან მალე გამოსწორდეს. მისი განმარტებით, ხელოვნურად შექმნილი ისტერიული ფონი სიტუაციას ამძიმებს. მანვე მოუწოდა ბანკებს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუმსუბუქონ მდგომარეობა მოსახლეობას, რომელთაც სესხები დოლარში აქვთ აღებული. “მთელი მთავრობა არის მობილიზებული, გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ეროვნულ ბანკთან. მიმაჩნია, რომ მართლაც ხელოვნურად იყო შექმნილი ისტერიკა და გადაიქცა შოუების საკეთებელ თემად. ჩვენ გვჭირდება სიტუაციის სტაბილიზაცია და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ძალიან მალე გამოვასწოროთ სიტუაცია. მოვისმინე საქართველოს ბანკის ინიციატივის შესახებ, კარგი წინადადებაა და თუ სხვა ბანკებიც მიბაძავენ მას და ხალხს შეუმსუბუქებენ მდგომარეობას, მხარს დავუჭერთ მაქსიმალურად,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)