03:03 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 09:59:28, 792 ნახვა

საზოგადოება
3-4 ივნისს ბაქოში მსოფლიო აზერბაიჯანელთა მე-4 ყრილობა ჩატარდა

აზერბაიჯანის დიასპორის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, 3-4 ივნისს ბაქოში  მსოფლიო აზერბაიჯანელთა მე-4 ყრილობა ჩატარდა, სადაც 49 ქვეყნიდან 500-ზე მეტი პირი იყო მიწვეული.
 საქართველო წარმოდგენილი იყო 30 კაციანი დელეგაციით, რომელთა შორისაც იყვნენ ალი ბადიროვი - საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე და საქართველოს პარლამენტის წევრები: ალი მამედოვი, აზერ სულეიმანოვი და მახირ დარზიევი.

ალი ბადიროვის განცხადებით, აღნიშნული ყრილობა 5 წელიწადში ერთხელ ტარდება, რომელსაც აქვს ფორმალური ხასიათი და მიზნად ისახავს იმას, რომ ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა არ გაწყვიტონ ურთიერთობა აზერბაიჯანთან, რომელიც თანამემამულეებს ეხმარება ასევე საზოგადოებასთან ინტეგრაციაში იმ სახელმწიფოებში, სადაც ისინი წარმოადგენენ ეთნიკურ უმცირესობას.
აღნიშნულ ღონისძიებას პოლიტიკოსები, ექსპერტები, საზოგადო მოღვაწეები, საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პირველად ეს ღონისძიება 2001 წელს ჰეიდარ ალიევის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ჩატარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics