|
2016-06-04 15:22:57, 678 ნახვა
საზოგადოება
„ვისოლ ჯგუფმა“ ბავშვებს საზაფხულო დღესასწაული მოუწყო
წყნეთში მდებარე „სმარტის“ და „დანკინ დონატსის“ ობიექტების ეზოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში „ვისოლ ჯგუფმა“ ზაფხულის სეზონი გახსნა. სტუმრად მისულმა ბავშვებმა უამრავ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. პატარებს შესაძლებლობა ჰქონდათ „სმარტის“ კორპორაციულ გმირ ციყვთან, „დანკინ დონატსის“ მასკოტ დონატსა და ყავასთან, ასევე „ვენდის“ გოგონებთან სამახსოვრო ფოტოები გადაეღოთ. „ვისოლმა“ კი, საბავშვო სათამაშო მანქანებით მათ მოგზაურობაზე იზრუნა. „სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ და ამერიკული რესტორნების ქსელი „დანკინ დონატსი“ წყნეთში ტავის ერთგულ მომხმარებლებთან და პატარა სტუმრებთან ერთად ზაფხულის სეზონის გახსნას ზეიმობს. ჩვენ ბავსვებისთვის უამრავი გასართობი პროგრამა გვაქვს. პარალელურად მშობებისთვის „ავერსის“ პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციას სთავაზობს, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ისინი ბავშვებს“, - განაცხადა „ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი, რუსუდან კბილაშვილმა. დამატებით, „ავერისის“ კლინიკის პროფესიონალმა პედიატრებმა ბავშვების ჯანმრთელობაზე მათ მშობლებს უფასო კონსულტაციები შესთავაზა, თუ როგორ გაუფრთხილდნენ ისინი ბავშვებს ზაფხულში - მოარიდონ მზეს, გარეთ უქუდოდ არ გაიყვანონ, მეტი სითხე მიაღებინონ, ჰაერზე ასეირნონ და ასე სემდეგ. „ავერსის“ კლინიკის გარე საკონსულტაციო ცენტრში ბავშვებმა ექიმობანას თამაშიც შეძლეს. „“ავერსის“ კლინიკა შეუერთდა „ვისოლ ჯგუფის“ საბავშვო კვირეულს. ჩვენი კლინიკის პედიატრები უფასო კონსულტაციას გაუწევენ, როგორც მშობლებს ასევე ბავშვებს, თუ როგორ მოიქცნენ ზაფხულის ცხელ დღეებში. როგორ გაუფრთხილდნენ პატარებს. მე „ავერისის“ კლინიკის სახელით ყველა პატარას ვუსურვებ ჯანმრთელობას და რაც მთავარია ბედნიერ ბავშვობას“, - განაცხადა „ავერსის“ კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლალი ბრეგვაძემ. ცნობისთვის, „ვისოლ ჯგუფმა“ წყნეთში სუპერმარკეტი „სმარტი“ და „დანკინ დონატსი“ რესტორანი 2015 წელს გახსნა და 70-მდე ადგილობრივი მოსახლე დაასაქმა. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან „დანკინ დონატსთან“ კი ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა. დღესდღეობით საქართველოს დიდ ქალაქებში „სმარტის“ 16 სუპერმარკეტი და „დანკინ დონატსის“ 18 რესტორანი წარმატებით ფუნქციონირებს.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)