15:32 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 20:03:31, 624 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა ჩინეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

საქართველო - ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა ჩინეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია. პრეზიდენტის მოწვევის სურვილი გიორგი მარგველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცეპრემიერთან ჭანგ გაოლთან შეხვედრაზე გამოთქვა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ჩინეთის მრავალწლიანი დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ორმხრივი ურთერთობების გაღრმავების საჭიროება განიხილეს.

საუბარი შეეხო „ახალი აბრეშუმის გზისა" და „აბრეშუმის გზის" პროექტებში საქართველოს ჩართულობის მნიშვნელობას, რომელიც ვაჭრობის, ეკონომიკისა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარების შესაძლებლობას ქმნის.

მხარეებმა ისაუბრეს ანაკლიის პორტის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე. ასევე ხაზგასმით აღინიშნა, იმ მოლაპარაკებების მნიშვნელობა, რომელიც საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

ჩინური მხარე დაინტერესდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით - ენერგეტიკის, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სფეროებში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics