12:50 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 15:37:04, 1012 ნახვა

რეგიონი
ქობულეთში შიდა სასოფლო გზების კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება

სოფელ ალამბარი-ტაკიძეების საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი დაიგო. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, სამუშაოები 2300 მეტრი სიგრძის გრუნტის გზის მოასფალტებას ითვალისწინებს. სამუშაოებს, რომლის საერთო ღირებულება ტენდერის მიხედვით 471 027 ლარია, შპს „მეგაკონტრაქშენი" ასრულებს. სამუშაოები მომავალი თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

„ამ დროისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოასფალტებულია  8 470 მეტრი სიგრძის გზა   6 მიმართულებით და  დარჩენილია 7 მიმართულება, სადაც საფარი 20 513 მეტრზე უნდა დაიგოს.

ა.ა.რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2016 წლის გეგმის მიხედვით, ოთხი ათეული ობიექტის კეთილმოსაწყობად  22 738 160 ლარია გამოყოფილი. დაგეგმილია 11 ახალი ხიდის მშენებლობა და 17 ხიდის რეაბილიტაცია.  151 ახალი საყრდენი კედლის და 4 დამცავი ზღუდარის მშენებლობა.  სამელიორაციო სისტემების არხების რეკონსტრუქციისთვის კი 706 880 ლარია გამოყოფილი“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
შსს: მესტიაში დამატებით 17 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ - 3 დღეში ჯამში ამოღებულია 212
უკრაინულმა დრონებმა პეტერბურგი დაბომბეს, დააზიანეს წყალქვეშა იარაღის წარმოების მთავარი ინსტიტუტი
NBC News: პენტაგონმა ისრაელის მხრიდან კონტრდაზვერვის საფრთხის დონე უმაღლესამდე გაზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics