14:01 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-02 22:35:19, 615 ნახვა

პოლიტიკა
ექს-პრემიერი: დაველოდოთ, როდესაც რუსეთიც გააცნობიერებს, რომ საქართველოსთვის დროა, გახდეს ნატო-ს და ევროკავშირის წევრი

რუსეთის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება სახიფათოა მათი სახელმწიფოებრიობისთვის, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რადიო „თავისუფლების“ ერთობლივ პროექტ „ინტერვიუში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო მიაღწევს მიზანს და ნატოს წევრი ქვეყანა გახდება.

მანვე დასძინა, რომ რუსეთის ინტერესებშია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ხელი შეუშალოს.

„ჩვენ მაინც დაჟინებით გავაგრძელებთ მომავალში, რომ საქართველომ მიაღწიოს მიზნებს და ჩვენ ნატო-ს წევრი ქვეყანა გავხდეთ. მოვახერხოთ და შევიდეთ ევროკავშირში, ამას დრო სჭირდება, მოთმინებით უნდა გავაგრძელოთ და გავაღრმავოთ დემოკრატიული ინსტიტუტები, ავაყვავოთ ჩვენი ეკონომიკა, და დაველოდოთ სწორ დროს. როდესაც რუსეთიც გააცნობიერეს, რომ საქართველოსთვის დროა, გახდეს ნატო-ს და ევროკავშირის წევრი და ჩვენ მოთინებით უნდა დაველოდოთ ამას“, - განაცხადა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
მეუფე ნიკოლოზი - კანდიდატი კი იქნება მოსაყდრე, მაგრამ რამდენ ხმას მოაგროვებს, ამ წუთას არავინ არ იცის
პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილს შორის 1 საათიანი შეხვედრა დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics