14:01 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-02 21:46:23, 758 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი საყდრისზე: აფეთქებულია ის მაღარო, რომელიც უნდა აფეთქებულიყო

საყდრისი ეს არ იყო პრობლემური თემა, ეს არის „რუსთავი 2“-ის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი პრობლემა, - ამის შესახებ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა „პირველ არხთან“, გადაცემა „ინტერვიუში“ განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, საყდრისის აფეთქებაზე უკეთესი არაფერი მომხდარა.

„აფეთქებულია ის მაღარო, რაც უნდა აფეთქებულიყო. ეს ათასჯერ არის განხილული და ნალაპარაკევი.  მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა ვერ წყნარდება, მათ უდნათ რომ თეთრი შავად წარმოაჩინონ. კარგი რაც ჰქონდა ამ ადგილს, ყველაფერი ამოღებულია და უნიკალურ მუზეუმში შეინახება.

იქ რაც იყო ფასეული, ყველაფერი ამოღებულია, მუზეუმის დაფინანსება მიდის და კულუტრის სამინისტროც ჩართულია. ინვესტორებმაც ფინანსები გამოყეს იმაზე მეტი რაც საჭიროა და საუკეთესო მუზეუმი ექნება საქართველოს. ისეთ ადგილას აშენდება, სადაც შეუძლიათ მივიდნენ და ნახონ ის, რასაც ჩვენს სიძველეებთან ჰქონდა კავშირი. აქ რაც მოხდა ყველაფერი მოხდა ფაქიზად“, - განაცხადა ექს-პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილის მტკიცებით, საყდრისის ოქროს ოთხივე მაღარო შემოწმდა, რაზეც გადაცემის წამყვანმა სალომე ასათიანმა უპასუხა, რომ ეს არ არის სიმართლე და რომ მხოლოდ ერთი მაღაროს ნახევრის შემოწმება მოხდა. ექს-პრემიერსა და გადაცემის წამყვანს შორის ამას მორიგი შეკამათება მოჰყვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
მეუფე ნიკოლოზი - კანდიდატი კი იქნება მოსაყდრე, მაგრამ რამდენ ხმას მოაგროვებს, ამ წუთას არავინ არ იცის
პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილს შორის 1 საათიანი შეხვედრა დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics