|
2016-06-02 12:14:10, 1285 ნახვა
მსოფლიო
სირიის ბლოკირებულ ქალაქ დერაიაში 2012 წლის ნოემრბის შემდეგ პირველად ჰუმანიტარული დახმარება შეიტანეს
სირიის ბლოკირებულ ქალაქ დერაიაში 2012 წლის ნოემრბის შემდეგ პირველად ჰუმანიტარული დახმარება შეიტანეს, - ამის BBC წითელ ჯვარზე დაყრდნობით იუწყება. დამასკოს მახლობლად მდებარე ქალაქი სამთავრობო ძალების მიერ ალყაშია მოქცეული. ჰუმანიტარულმა კონვოიმ ქალაქში ვაქცინები, მედიკამენტები და ბავშვთა კვება ჩაიტანა. დერაიაში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამოცხადების შედეგად გახდა შესაძლებელი. ზავის პირობები ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა დაპირისპირებულ მხარეებთან შეათანხმეს. გავლენიანი ბრიტანული ტელეკომპანიის ცნობითვე, დერაიას მოსახლეობა უკვე რამდენიმე წელია საკვების, სასმელი წყლისა და წამლების მწვავე უკმარისობას განიცდის. ქალაქში სამი წელია არ არის ელექტროენერგია. გაერო-ს მონაცემებით ალყაში მოქცეულ ქალაქში დაახლოებით ოთხი ათასი ადამიანი რჩება. აპრილის ბოლოს გაერო-ს წარმომადგენლებმა ჰუმანიტარულ საკითხებში დერაიაში შექმნილ ვითარებას “საშინელი” უწოდეს. მაისში გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის კოორდინატორმა იან ეგელანდმა განაცხადა, რომ დერაიასა და მუადამიაში მცხოვრები ბავშვები შესაძლოა, უახლოეს დროში დაიღუპონ, თუ მათ დროულ დახმარებას არ აღმოუჩენენ. მაისში ჰუმანიტარული კონვოი დერაიაში ვერ ჩავიდა იმის მიუხედავად, რომ მისი მარშრუტი კონფლიქტის მხარეებთან შეთანხმებული იყო. გაერო-ს მონაცემებით 4,5 მილიონი სირიელი რთულად მისადგომ რაიონებში ცხოვრობს, აქედან დაახლოებით 400 ათასი ადამიანიალყის პირობებში იმყოფება
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)