14:04 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-02 11:56:38, 631 ნახვა

პოლიტიკა
„2012 წლის შემდეგ, პოლიცია გახდა სრულიად აპოლიტიკური“, - შსს პოლიციელის დღეს აღნიშნავს

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მან სამართალდამცველებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.

გიორგი მღებრიშვილმა წუთიერი დუმილიოთ პატივი მიაგო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას.

მანვე იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც პოლიციის წინაშე იყო. განაცხადა, რომ შსს-მ კრიმინალს უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადა.

"დღეს როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ვიდგეთ ერთად და ჩვენი მისიის კეთილსინდისიერად შესრულებით, ჩვენ თავდადებით ხელი შევუწყოთ საქართველოს სტაბილურობასა და განვითარებას. ჩვენ გამოვუცხადეთ უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალს და ამ ბრძოლაში თითოეული თქვენგანის სულისკვეთებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მე კარგად მესმის, რომ პოლიციელების ერთიანობით ძალას ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ამიტომ, მსოფლიო გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებული როლი ენიჭება საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობას. ამ მიზნით ჩვენ გავაღრმავებთ, თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან, დანაშაულთან ბრძოლის კუთხით.

ბუნებრივია, ეს არ არის საკმარისი, ამიტომ ჩვენ მუდმივად ვითარდებით, რათა მაქსიმალურად მივუახლოვდეთ დასავლურ სტანდარტებს და ჯეროვნად გავუმკლავდეთ, არსებულ გამოწვევებს. ჩვენთვის მთავარი მონაპოვარი ის არის, რომ საქართველოს პოლიცია, როგორც არასდროს, არის საზოგადოებაზე ორიენტირებული. 2012 წლის შემდეგ, პოლიცია გახდა სრულიად აპოლიტიკური, რაც სამოქალაქო საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებაა", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

პოლიციის დღისადმი მიღძვნილ საზეიმო ღონისძიებაზე შსს-ს სხვადასხვა სტრუქტურულმა დანაყოფმა პირადი შემადგენლობა, ტექნიკა და აღჭურვილობა წარადგინა. გიორგი მღებრიშვილმა გამორჩეულ თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის ვადამდელი წოდება მიანიჭა, ამასთან სამკერდე ნიშნები და მადლობის სიგელები პირადად გადასცა.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს დამსწრე საზოგადოების წინაშე ვაჟთა გუნდი „მართვე“ და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ წარსდგებიან.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის პროფესიულ დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები: ლიტვის, მოლდოვისა და ბელორუსის შინაგან საქმეთა მინისტრები. ასევე სხვა ქვეყნების ოფიციალური პირები. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
მეუფე ნიკოლოზი - კანდიდატი კი იქნება მოსაყდრე, მაგრამ რამდენ ხმას მოაგროვებს, ამ წუთას არავინ არ იცის
პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილს შორის 1 საათიანი შეხვედრა დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics