12:36 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 18:30:59, 513 ნახვა

პოლიტიკა
სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ საქართველოში ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი შეაჯამა და მას ქართულ-სლოვაკური ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვანი უწოდა.

„ეს ოთხდღიანი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ორი ქვეყნის ურთიერთობებისათვის.

ჩვენ ვისაუბრეთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი წინ წასწევს ქართულ - სლოვაკურ ურთიერთობებს და გააღრმავებს მათ.

მე მომეცა შესაძლებლობა, სლოვაკი კოლეგისთვის გვეჩვენებინა მშვენიერი ქვეყანა, მეჩვენებინა აჭარა. მან დაათვალიერა აგრეთვე სამცხე-ჯავახეთი.

ბუნებრივია, ამ ვიზიტის უმნიშვნელოვანესი მომენტი ოკუპაციის ხაზის მონახულება იყო. ჩვენმა სლოვაკმა კოლეგამ თავისი თვალით ნახა ის უსამართლობა, რაც ხდება საოკუპაციო ხაზთან.

ჩვენ ორივემ დავაფიქსირეთ, რომ ეს აბსურდი, ისევე, როგორც სხვა აბსურდები, როგორიც იყო ევროპაში, მაგალითად, ბერლინის კედელი, იქნება დაძლეული და დანგრეული", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
ბელგოროდის რეგიონში უკრაინის დარტყმების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა
სროლაში ეჭვმიტანილი მასწავლებელი, ტრამპს უკრაინის მიტოვებაში ადანაშაულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics