12:37 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 16:59:00, 494 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტები საკონსტიტუციო სასამართლოს ესტუმრნენ

საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტები დღეს, ანდრეი კისკას სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს ესტუმრნენ და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს შეხვდნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი პაპუაშვილმა სტუმრებს სასამართლოს შენობა დაათვალიერებინა და  სასამართლოს მუშაობის სპეციფიკა გააცნო.

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

„დღეს, სლოვაკეთის პრეზიდენტი ბათუმშია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შედგა საქართველო - სლოვაკეთის ბიზნესფორუმი, სადაც სტუმრებს ადგილობრივმა ბიზნესმენებმა  და რეგიონის ხელმძღავნელობამ საკუთარი შესაძლებლობები და პოტენციალი აჩვენეს.

სლოვაკეთის მხრიდან ძალიან მაღალია დაინტერესება და ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება ორი ქვეყნის ერთი მხრივ, ბზინესურთიერთობებში და მეორე მხრივ, პოლიტიკურ ურთიერთობებში, რამდენადაც  სლოვაკეთი საქართველოს ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერია.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია, ის გარემოება, რომ შემდგომი 6 თვის განმავლობაში სლოვაკეთი  ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება, ცხადია, რომ  ჩვენ  ჩვენი მეგობრებისგან ყოველთვის მეტ მხარდაჭერას ველით“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
ბელგოროდის რეგიონში უკრაინის დარტყმების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა
სროლაში ეჭვმიტანილი მასწავლებელი, ტრამპს უკრაინის მიტოვებაში ადანაშაულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics