12:36 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 16:53:06, 595 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: ჩვენს მოსაზრებებში ვენეციის კომისიის ანგარიში სიტყვასიტყვით არის გათვალისწინებული

ჩვენს მოსაზრებებში სიტყვასიტყვით არის გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ანგარიში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვილებების კომენტირებისას განუცხადა.

პრეზიდენტის თქმით,  ზოგიერთ ექსპერტს თავისი მოსაზრებები ვენეციის კომისიის მოსაზრებებში ერევა.

„მე მქონდა საშუალება, მომესმინა არასამთავრობოების რადმენიმე კომენტარი ამ თემაზე. მზადდება ჩვენი ანგარიში უფრო დეტალურად ვეტოს საკითხთან დაკავშირებით. მინდა, გითხრათ, რომ სიტყვასიტყვით არის გათვალიწინებული ვენეციის კომისიის ანგარიში, უბრალოდ ხშირად ხდება, რომ ეშლებათ ხოლმე თავისი მოსაზრებები ვენეციის კომისიის მოსაზრებებში. ჩვენთვის ყველა მოსაზრება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამოსავალი წერტილი მმართველ გუნდთან მოლაპარაკებების დროს იყო ვენეციის კომისიის დოკუმენტი. შეიძლება, რომელიმე ექსპერტის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს ვენეციის კომისიის დასკვნას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ  - ჩვენთვის ამომავალი წერტილი სწორედ ვენეციის დოკუმენტი იყო“, - განაცხადა მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
ბელგოროდის რეგიონში უკრაინის დარტყმების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა
სროლაში ეჭვმიტანილი მასწავლებელი, ტრამპს უკრაინის მიტოვებაში ადანაშაულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics