|
2016-06-01 14:42:54, 1005 ნახვა
რეგიონი
ბათუმში საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა
სლოვაკეთის პრეზიდენტის ანდრეი კისკას ვიზიტის ფარგლებში ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონში" ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რომელშიც სლოვაკეთის 20 მსხვილი ინვესტორი და აჭარის წამყვანი კომპანიები მონაწილეობს. აჭარის ა.რ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ გახსნა. ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სტუმრებს რეგიონის ბიზნეს გარემოს, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის ამსახველ პრეზენტაცია წარუდგინა. თავის მხრივ პრეზენტაცია გამართა სლოვაკურმა მხარემაც. სლოვაკ ბიზნესმენებს შორის არიან სამშენებლო-დეველოპერული, კვების პროდუქტებისა და ინტერნეტ ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები. ფორუმის შემდეგ გაიმართა B2B შეხვედრები ადგილობრივ და სლოვაკ ბიზნესმენებს შორის, რომლის დროსაც მათ შესაძლებლობა მიეცათ ესაუბრათ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და დაემყარებინათ საქმიანი კონტაქტები. "ჩვენთვის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია სლოვაკეთის რესპუბლიკის, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება. დღევანდელი ფორუმი წარმოადგენს შესანიშნავ პლატფორმას გავაცნოთ ერთმანეთს ჩვენი ქვეყნების საინვესტიციო პოტენციალი და ხელი შევუწყოთ ახალი ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და სამომავლო თანამშრომლობას“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ. ფორუმის ფარგლებში შპს Mardi Holding-სა (საქართველო) და შპს Farm Trade (სლოვაკეთი) შორის გაფორმდა სამწლიანი მემორანდუმი, რომლის მიზანია ტექნოლოგიების ინტელექტუალური ქსელების განვითარება და განხორციელება ენერგო სექტორში. მემორანდუმი მოიცავს ერთობლივ კვლევას, შესაბამისი მეთოდების განვითარებას და გამოცდილების გაცვლას სამშენებლო, ენერგოეფექტურობის, ენერგოდაზოგვის საკითხებში. ასევე გათვალისწინებულია კონფერენციები და შეხვედრები ენერგო ეფექტურობის განვითარებისათვის, ქართულ-სლოვაკური პარტნიორობის განვითარება და ექსპერტთა გაცვლა. ქართულ-სლოვაკური ბიზნეს ფორუმი ხელს შეუწყობს აჭარასა და სლოვაკეთის რეგიონებს შორის არსებულ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და გააქტიურებას.
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)