|
2016-06-01 12:47:29, 1390 ნახვა
კომენტარი
კახაბერ ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილის წერილს ეხმაურება
საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „უპარტიო, მაჟორიტარი დეპუტატების“ თავჯდომარე კახაბერ ოქრიაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს ეხმაურება. ოქრიაშვილის განცხადებით, წერილში მოცემულ ძირითად გზავნილებს ეთანხმება, თუმცა უჩნდება კითხვა-ვინ და როგორ უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი. დეპუტატის თქმით, ქვეყნის წინსვლას ძლიერი და ადექვატური კადრები სჭირდება , თუმცა სახელმწიფო სამსახურებში და ბიზნესშიც ასეთი კადრების სიმწირეა: "ყურადღებით გავეცანი ამ წერილს, რომელიც თავისთავად უკვე მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ვიზიარებ და ვეთანხმები მასში მოცემულ ძირითად გზავნილებს. ვთვლი, რომ 2021 და 2030 წლებისთვის მოყვანილი ეკონომიკის საპროგნოზო მაჩვენებლების მიღწევა სრულიად რეალური და შესაძლებელია. კითხვა სხვაგვარად დგას: ვინ, ვისთან ერთად და როგორ უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი? რადგან ქვეყნის წინსვლას ძლიერი და ადექვატური კადრები სჭირდება სახელმწიფო მმართველობის ყველა დონეზე. გადასახალისებელია პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა შტო მუნიციპალიტეტების ჩათვლით.საქართველოს სამწუხარო რეალობაა, რომ სახელმწიფო სამსახურებში და ბიზნესშიც არის კვალიფიციური და მაღალი ქმედუნარიანობის მქონე კადრების სიმწირე. ეს პრობლემა ჰქონდა წინა ხელისუფლებას, აქვს ამჟამინდელსაც და ესფაქტორი გამოწვევად რჩება მომავალი მთავრობისთვისაც.დღეს მთავარი ბრძოლის ხაზი ქვეყნისა და ერისათვის გადის ეკონომიკაზე, როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე გლობალური მასშტაბით. ამიტომ დიდი ყურადღებით ველოდები წერილის სექტემბერში დაანონსებულ გაგრძელებას, რომელშიც, იმედი მაქვს, ვიხილავ უკვე გაჟღერებული ხედვების დეტალიზაციას და განვრცობას, პირველ რიგში საკადრო და ეკონომიკური კუთხით",-აღნიშნავს კახაბერ ოქრიაშვილი.
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)