|
2015-01-08 17:37:53, 2411 ნახვა
საზოგადოება
გასულ წელს 30 844 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა
გასულ წელს 30 844 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა. ქორწინების რეგისტრაციის კუთხით ლიდერი ქალაქები იყო: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი. რაც შეეხება ქორწინების საშუალო ასაკს, გასულ წელს მამაკაცები 31 წლის ასაკში, ხოლო ქალბატონები 28 წლის ასაკში ქორწინდებოდნენ. 2014 წელს დაქორწინებულთა შორის 24 135 მამაკაცი ქალბატონზე უფროსი ასაკის იყო, ხოლო 6 700 შემთხვევაში პირიქით – ქალბატონი იყო მეუღლეზე უფროსი ასაკის. საქართველოში ფუნქციონირებს 10 ქორწინების სახლი, მათ შორის სიღნაღის 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. გასულ წელს სიღნაღის ქორწინების სახლში 57–მა წყვილმა 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში დაარეგისტრირა ქორწინება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეები 2014 წლის განმავლობაში დაქორწინდნენ საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებში. 86-მა წყვილმა საბერძნეთში (ათენში), 44 წყვილმა ესპანეთში, ხოლო 29 მათგანმა იტალიაში ქ. რომში მდებარე საქართთველოს საელჩოში მოაწერა ხელი. რაც შეეხება გასული 6 წლის სტატისტიკას, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2013 წელს 34 394 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა, 2012 წელს – 29 932 წყვილის, 2011 წელს – 30 861, 2010 წელს – 34 449, 2009 – 31 796, ხოლო 2008 წელს 24 696 წყვილმა იქორწინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)