12:38 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 11:20:42, 546 ნახვა

პოლიტიკა
სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი აჭარაში იმყოფება

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სლოვაკეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი დილის 09:45  საათზე დაეშვა. ანდრეი კისკას  ოფიციალურ დელეგაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე დახვდა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში პირველად შედგა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება სლოვაკეთის პრეზიდენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შეხვედრა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში. შეხვედრის შემდეგ არჩილ ხაბაძე ოფიციალურ სტუმრებთან ერთად სასტუმრო ჰილტონში დაგეგმილ ბიზნეს ფორუმს გახსნის. სლოვაკეთიდან საგანგებოდ ჩამოსული ბიზნესმენებისა და ინვესტორებისთვის რეგიონის ბიზნესგარემოსა და ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია  გაიმართება. სტუმრებს მიესალმებიან საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტები. იქვე გაიმართება B2B შეხვედრები ბიზნესმენებს შორის.

ორმხრივი ბიზნეს ფორუმის შემდეგ ანდრეი კისკა  გიორგი მარგველაშვილთან და არჩილ ხაბაძესთან ერთად მოინახულებენ ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაში არსებულ ინკლუზიური სწავლების ცენტრს და დაათვალიერებენ ცენტრის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენას. მოგვიანებით კი ბათუმის ბულვარში გაისეირნებენ.

ანდრეი კისკას ვიზიტი საქართველოში 2 ივნისს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
ბელგოროდის რეგიონში უკრაინის დარტყმების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა
სროლაში ეჭვმიტანილი მასწავლებელი, ტრამპს უკრაინის მიტოვებაში ადანაშაულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics