|
2016-05-31 14:12:58, 745 ნახვა
საზოგადოება
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
დღეიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საკონტრაქტო სამსახურით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მიმართავს და საკუთარი სამშობლოს სამსახურში იწვევს: „სამი წლის განმავლობაში შეჩერებული პროცესი აღვადგინეთ. წელს უკვე რეკრუტების ორი ჯგუფი მივიღეთ. შევეცადეთ, რომ საზოგადოებას ამ საკითხზე ბევრი ინფორმაცია ჰქონოდა. დაახლოებით 600-ზე მეტმა ახალგაზრდამ ჩაიცვა სამხედრო ფორმა, გააფორმა კონტრაქტი საკუთარ ქვეყანასთან და საკუთარი სამშობლოს სამსახურის ფიცი დადო, მათ შორის ნაწილმა - 26 მაისს. ეს ნახა ქართველმა საზოგადოებამ და ახლა მორიგი გზავნილი გვაქვს ყველა ახალგაზრდისთვის, ვისაც სურს, რომ ემსახუროს საკუთარ ქვეყანას. მართალია, ათასობით ადამიანს ვერ მივიღებთ დღეს, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორია მოთხოვნა, რომ უფრო გაგვიმარტივდეს 2017 წლის დაგეგმვა. წელს დაახლოებით 1000 ადამიანით შეივსო ჯარი, 1000 ახალი სამხედრო მივიღეთ საკონტრაქტო სამსახურში და უკვე ინტერესის და მოთხოვნის შესაბამისად ვგეგმავთ 2017 და 2018 წლებს. ასე რომ, ყველას გელოდებით ჯარში, გელოდებით საკუთრი სამშობლოს სამსახურში“,-ნათქვამია თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის მიმართვაში. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან 18-დან 35-წლამდე წვევამდელები და ის ახალგაზრდები, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო საკონტრაქტო სამსახური. სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. კონტრაქტორის ხელფასი 950 ლარს შეადგენს. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგოს რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით. ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობით, მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე მათი და მათი ოჯახების სოციალური და სამართლებრივი დაცვით. განცხადების ჩაბარებისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს: პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი); ფოტოსურათი 3X4 - 2 ცალი; სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი; ჯანმრთელობის ცნობა; სპორტული ფორმა (ფეხსაცმელი); საკონტრაქტო სამსახურისათვის კანდიდატების შერჩევის პერიოდში მოქალაქეს აქვს კანდიდატის სტატუსი, რომლის დროსაც წარმოადგენს საბუთებს პირადი საქმის შესადგენად: ნამსახურების ნუსხა (გაიცემა სამხედრო განყოფილებაში); გასაწვევი პირის განცხადება; ანკეტა (შეივსება სამხედრო განყოფილებაში); ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და დაბეჭდილი); დაბადების მოწმობის ასლი; პირადობის მოწმობის ასლი; განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის ასლი; ქორწინების (განქორწინების) მოწმობის ასლი; შვილების დაბადების მოწმობის ასლი; ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები; მართვის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში); ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამხედრო ჰოსპიტალის მიერ გაცემული) ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (,,MMR“- წითელა, წითურა, ყბაყურა: ,,TD”-ტეტანუსი-დიფტერია) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ (ლაბორატორიულად შემოწმებული); ცნობა ნასამართლობის შესახებ; ცნობა სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან (სახელმწიფო გასაცემლების შესახებ); შრომის წიგნაკის ასლი (არსებობის შემთხვევაში); მიღებული სერტიფიკატის ასლი; სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (ასლი და დედანი); ფოტოსურათი 3X4 - 4 ცალი (ფერადი და ელექტრონული ვერსია CD); საბუთების მიღება წარმოებს 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, ეროვნულ სასწავლო ცენტრ ,,კრწანისში“ .
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)