12:31 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 11:56:33, 920 ნახვა

სამართალი
კალაძე: ის წლები აღარაა საქართველოში, როცა ერთ დღეს იჭერდნენ, ასამართლებდნენ და გირაოთი ათავისუფლებდნენ

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადებით, ტელეკომპანია"რუსთავი2"-ის საქმე კერძო დავაა და  ხელისუფლებას მასთან  კავშირი არ აქვს. კალაძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს.

"როგორ მიმდინარეობს დაჩქარებულად, რამოდენიმე თვეა ეს პროცესი მიმდინარეობს. დაველოდთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. გამიჭირდება საუბარი და ვფიქრობ,  სწორიც არ იქნება ჩემი მხრიდან რაიმე განცხადების გაკეთება, რადგან ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, ჩემი განცხადებები შეიძლება გამოყენებული და აღქმული იქნეს ერთი, ან მეორე მხარის ზეწოლად, ან თუნდაც თანადგომად. ამიტომ, დაველოდოთ,  სასამართლო ქვეყანაში არის დამოუკიდებელი და შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, არვიცი, გახდება ცნობილი. ხელისუფლება არაფერ შუაშია. ის წელები აღარაა საქართველოში, როდესაც ერთ დღეს იჭერდნენ, ერთ დღეს ასამართლებდნენ და ერთ დღეს გირაოთი ათავისუფლებდნენ, მორჩა ეს დრო დამთავრდა", - განაცხადა კახა კალაძემ.

სააპელაციო სასამართლოში "რუსთავი2"-ის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. გამორიცხული არაა, მოსამართლემ გადაწყვეტილება დღესვე მიიღოს.

"რუსთავი2"-ის საჩივარი  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებას ეხება,  რომლითაც ტელეკომპანიის  წილის 100%  ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს - ფედერალისტები პარტიების აკრძალვაზე
რეჟიმი პარტიების აკრძალვის მოთხოვნას, პარტია „ფედერალისტებიც“ დაამატებს
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics