|
2016-05-30 18:05:39, 940 ნახვა
სამხედრო
ვაზიანის სამხედრო ბრიგადას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
ვაზიანის IV მექანიზირებულ ბრიგადას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურას საჯარო სკოლის IX, XI კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები ვაზიანის IV მექანიზირებული ბრიგადის შექმნის ისტორიას გაეცნენ. მოზარდებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ვიცე-პოლკოვნიკ რომან სანიკიძის ლექცია - „საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის მნიშვნელობა და მიღებული გამოცდილება“. ლექციის შემდეგ სამხედროებსა და სკოლის მოწავლეებს შორის ნატო-საქართველოს ურთიერთობის შესახებ საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სკოლის მოსწავლეებმა ვაზიანის სამხედრო ბაზა, სამხედრო ჯავშანტექნიკა, სიმულაციური ოთახები, სპორტული დარბაზი და სამხედრო ყაზარმა დაათვალიერეს, ჯარისკაცების ცხოვრების წესს გაეცნენ. სამხედრო ნაწილში მათ ჯარისკაცის ულუფითაც გაუმასპინძლდენენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)